ქართველი ოლიმპიელები სოჭში გაემგზავრნენ
საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ძირითადი შემადგენლობა სოჭში გაემგზავრა. როგორც საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ამბობბენ, დელეგაციის შემადგენლობაში არიან ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენები – ნინო წიკლაური, იასონ აბრამაშვილი, ალექსი ბენიაიძე; ოლიმპიური კომიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები. მოციგურავე ელენე გედევანიშვილი კი, სოჭში კანადიდან, 14 თებერვალს ჩაფრინდება.
სოჭში ოლიმპიადის საზეიმო გახსნის ცერემონიალი ხვალ გაიმართება. საქართველოს ნაკრების მედროშე ნინო წიკლაური იქნება, ხოლო ოლიმპიურ სოფელში მისიას ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი უხელმძღვანელებს.
ავტორი: ნიუპრესი