ქუთაისელი "ნაციონალი" იმერეთის გუბერნატორს მერიის შენობის დატოვებას ურჩევს
ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, იმერეთის გუბერნატორს, ზაზა მეფარიშვილს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის დატოვებას ურჩევს.
"ნაციონალი" დეპუტატი გია გოქაძე თვლის, რომ მერიის სამსახურებისა და გუბერნიის ერთ შენობაში განთავსება მიზანშეწონილი არ არის.
ქუთაისის მერია, საკრებულო და სამხარეო ადმინისტრაცია ერთ, ოთხსართულიან შენობაშია განთავსებული, ისევე როგორც, ეს "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო.
"ერთ შენობაში ყოფნით უფრო დიდი ალბათობაა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებზე, უშიშროების ყოფილმა უფროსმა ზეწოლა და მათზე გავლენა მოახდინოს", - განაცხადა დღეს ბრიფინზე გია გოქაძემ.
გოქაძე იმერეთის გუბერნატორს "მემამულე ფეოდალს" უწოდებს, რომელსაც სხვაზე ზეგავლენის მოხდენა უნდა.
ბრიფინგზე გოქაძემ ზაზა მეფარიშვილის ქონებრივი დეკლარაციაც წარმოადგინა.
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა