ქუთაისელი "ნაციონალი" - პარკირების უკან ზაზა მეფარიშვილი და შოთა მურღულია დგას
ქუთაისის საკრებულო "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გია გოქაძე ქალაქში ავტოსადგომების ახალი პროექტის უკან იმერეთის გუბერნატორის, ზაზა მეფარიშვილის და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის, შოთა მურღულიას ბიზნეს ინეტერესებს ხედავს.
აღნიშნულის შესახებ, გოქაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, ქუთაისის მერია ცდილობს ქალაქში არსებული პარკირების 104 ადგილი ერთ ლოტად გაიტანონ ტენდერზე.
"ნაციონალი" გოქაძე თვლის, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში პარკირების საკითხი ამ დრომდე გადაწყვეტილი არ არის, რაც მისივე მტკიცებით, იძლევა იმის ეჭვს რომ "მეოცნებეები" ვერ ინაწილებენ ავტოსადგომებს.
"ქუთაისი არ არის ნიუ-იორკი და არც თბილისი, რომ მათ მივბაძოთ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს პარკირების 104-ვე ადგილის ერთად გაერთიანება", - აცხადებს გოქაძე.
newpress.ge ამ წუთებში იმერეთის გუბერნატორთან და მერის მოვალეობის შემსრულებელთან დაკავშირებას ცდილობს, რომელთა პოზიციებს უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ.
რაც შეეხება ადგილობრივ ავტოსადგომების მოწესრიგების საკითხს, თვითმმართველობაში ის ამ დრომდე განხილვის თემაა. ქუთაისის მერიამ საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიებს პარკირების ახალი პროექტი განსახილველად გაუგზავნა. თუმცა, მისი განხილვა ჯერ არ მომხდარა. წინა საკრებულოს სხდომაზე, დღის წესრიგში ჩასმული აღნიშნული საკითხი, ბიუროს სხდომაზე ამოიღეს.
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა