"თავისუფალი საქართველო" თეა წულუკიანს – ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთოს ამ წელიწადში
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის წევრები საქართველოს იუსტიციის მინისტრს სამართლიანობის აღდგენისკენ მოუწოდებენ.
როგორც პარტიის ხელმძღვანელი გოგი წულაია ამბობს, ქუთაისში ათასობით ადამიანი სასამართლო გადაწყვეტილების მიუხედავად, სხვადასხვა ორგანიზაციებიდან გაწეული სამუშაოს ანაზღაურებას ვერ იღებენ.
"ქუთაისში ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა კომპანიებისგან ხელფასი ეკუთვნით, ანაზღაურებას ვერ ღებულობენ. ამ ადამიანებს ხელში სასამართლო გადაწყვეტილებები აქვთ, მაგრამ განაჩენის აღსრულება არ ხდება. მოვუწოდებ თეა წულუკიანს კეთილი ინებოს, ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთოს ამ წელიწადში და ხალხს გვერდით დაუდგეს. ნუ დაიდებს ასობით ათასი ადამიანის ცოდვას კისერზე, ისედაც პატარა გოგოა და მთალად დააპატარავებს," – ამბობს პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი წულაია.
ავტორი: ანა ჯანაშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა