ნაკლებად ვითვალისწინებთ ისტორიის გაკვეთილებს – დავითობა გელათში
დავით აღმაშენებლის ხსენების დღე ქუთაისში ღონისძიებათა სერიით აღინიშნა. ღონისძიებებით რომლებიც გულისხმობდა აღმაშენებლის ძეგლის ყვავილებით შემკობას, საზეიმო წირვა–ლოცვას გელათის მონასტერში, გამოფენების მოწყობას და კონცერტის გამართვას ოპერის თეატრში.
ღონისძიებებში მონაწილე სტუმრებმა ოფოციალურმა პირებმა, ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლებმა თუ ჩოხოსნებმა ხაზი გაუსვეს დავითის
ღვაწლის მნიშვნელობას და მის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში.
თუმცა შეხვედრებზე ისიც აღინიშნა რომ ჩვენ ნაკლბად ვიცნობთ ისტორიას, ნაკლებად ვითვალისწინებთ სიტორიის გაკვეთილებს და იმ ღირებულებებს რაზეც დააფუძნა აღმაშენებელმა ქართული
სახელმწიფო.
„ნაკლებად ვითვალისწინებთ ისტორიის გაკვეთილებს და უფრო მეტად უნდა გავითვალისწინოთ დავით აღმაშენებლის პოლიტიკური მოღვაწეობის შედეგები. ამ ადამიანმა თავისი საქმიანობით და ლიტერატურული მემკვიდრეობით, რასაც ქვია "გალობანი სინანულისანი" პრაქტიკულად იდეოლოგიური თეზისები მოგვცა თუ როგორ უნდა იარსებოს ჩვენმა ქვეყანამ. მაგალითად, ისტორიული წყაროები იუწყებიან, რომ აღმაშენებელმა აუკრძალა ქრისტიანებს მუსულმებისა და ებრაელების უბანში ღორის დაკვლა. თითქოს ნიუანსია, მაგრამ ამით ხაზი გაუსვა იმას, რომ პატივი უნდა სცე სხვას, სხვის კულტურას, ტრადიციასა და რელიგიას“ , – აღნიშნა წერეთლის უნივერსიტეტის ასოც. პროფესორმა სულხან კუპრაშვილმა.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი