გეგუთის ციხის პატიმრების პრობლემებს სპეციალური ჯგუფი სწავლობს
გეგუთის ციხის პატიმრების პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხს სპეციალური ჯგუფი შეისწავლის.
აღნიშნულის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საუბრობს.
"პირადად ჩემი თხოვნით, კომიტეტის სამი წევრი - გედევან ფოფხაძე, ოთარ ჩრდილელი და პაატა კიკნაველიძე იმყოფებოდნენ გეგუთის კოლონიაში და პატიმრებს რამდენიმე საათის განმავლობაში ხვდებოდნენ. ისინი შეხვდნენ დაახლოებით 100-მდე პატიმარს, მათ შორის მოშიმშილეებს და მოისმინეს მათი წუხილები. ძირითადი პრეტენზიები მიმართულია ადმინისტრაციის წინააღმდეგ, პატიმრები ადმინისტრაციის შეცვლის მოთხოვნას აყენებენ. ჩვენ უკვე დავიწყეთ მათი ინფორმაციების და წერილების გაანალიზება. კონკრეტულად გეგუთის კოლონიასთან დაკავშირებით სპეციალური სამუშაო ჯგუფია შექმნილი და ის, ალბათ, შემდეგ კვირას, საკომიტეტო მოსმენაზე განიხილავს იმ კონკრეტულ ინფორმაციებს, რისი შესწავლაც ახლა მიმდინარეობს", - განაცხადა ბესელიამ.
მისივე ინფორმაციით, პატიმრები შიმშილობას აგრძელებენ.
"ამჟამად შიმშილობა ისევ გრძელდება, ჩვენც ვაგრძელებთ მუშაობას და არის კონკრეტული საკითხები, რომლებსაც რეაგირება და ღონისძიებების გატარება სჭირდება", - დასძინა ბესელიამ.
გეგუთის ციხეში პატიმრებმა შიმშილობა რამდენიმე დღის წინ დაიწყეს.

წყარო: interpressnews.ge
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა