|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირაკლი ღარიბაშვილი რუსულ პროვოკაციებზე საუბრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფრანგულ ტელეარხ "ფრანს 24"-თან რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიუხედავად დიალოგისა, რომელიც ორ ქვეყანას შორის მიმდინარეობს, რუსეთი არ წყვეტს მავთულხლართების აგებას საოკუპაციო ხაზზე, რაც სერიოზულ პრობლემას უქმნის საქართველოს მოქალაქეებს.

"რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ შეცვალა მიდგომა რუსეთთან. ვცადეთ მათთან ურთიერთობის ნორმალიზება. რუსეთის ბაზარი გაიხსნა ქართული პროდუქციისთვის, მაგრამ ამავდროულად ჩვენ კვლავ ვართ მრავალი პროვოკაციების და პრობლემის წინაშე საოკუპაციო ხაზზე. ვგულისხმობ იმას, რომ რუსებმა დაიწყეს მავთულხლართებისა და ბარიერების დაყენება, რაც ჩვენს მოქალაქეებს დიდ პრობლემებს უქმნის. ჩვენ გარკვეული კონსულტაციები გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წყარო:pirveliradio.ge

ავტორი: ნიუპრესი