მინდელის შახტაში შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
ტყიბულის რაიონში, მინდელის შახტაში მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. მემანქანე მურად ჭელიძე, გვირაბში ჩარჩენილ ქვანახშირით დატვირთულ რამდენიმე ვაგონს ელმავალით დაეჯახა. მემანქანე ძლიერი დაზიანებით ქუთაისის სამხარეო კლინიკურ სავადმყოფოშია მოათავსებული. ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა, მას ქალა-ყბის მოტეხილობის ოპერაცია ჩაუტარდა.
წყარო: pirveliradio.ge
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა