|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის შენობის კართან მრავალშვილიანი მამა გაწვა

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ,  მრავალშვილიანი მამა, დავით გვეტაძე, პროტესტის ნიშნად გაწვა. 

სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი მამა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, შოთა მურღულიასთან შეხვედრას ითხოვდა. მას დაცვამ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა, რის შემდეგაც დავით გვეტაძე მერიის ადმინისტრაციული შენობის კართან გაწვა.
როგორც გვეტაძე ამბობს, მას ყურადღებას არ აქცევენ და რამდენიმე კვირის წინ, საკრებულოს სხდომაზე დასწრების მოთხოვნისთვის, პილიციამ დააკავა.
ამჯერად, დავით გვეტაძე ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლისთვის, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გაზის შეყვანის მოთხოვნას აპირებდა.
სოციალურად დაუცველ მრვალშვილიან მამას, ქუთაისის ყოფილი მერი, ბესიკ ბრეგაძე გაესაუბრა. ბრეგაძემ მას სიმშვიდისკენ და პრობლემის ცივილური გზით გადაჭრისკენ მოუწოდა.   

ავტორი: თეკლე მორგოშია