|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თავისუფალი საქართველო" - ქუთაისში თაღლითური სქემა მოქმედებს, მოსახლეობას გაზის გადასახადზე ზედმეტ თანხებს არიცხავენ

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენლების მტკიცებით, ქუთაისში მოსახლეობას გაზის ტარიფის გადახდა ზედმეტად უწევს. 

როგორც პარტიის ხელმძღვანელი გოგი წულაია ირწმუნება, მიმდინარე წლის დეკემბერში, მოსახლეობამ დახარჯულ ბუნებრივ აირზე 2 კუბამეტრით მეტი გადაიხადა.
"დეკემბრის თვის გაზის ქვითრებში დარიცხული იყო ზედმეტი თანხები. მოქალაქეს, თუ დახარჯული ჰქონდა 20 კუბამეტრი გაზი, ქვითარზე  დარიცხული იყო 22 კუბამეტრი გაზის გადასახადი,"- ამბობს პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია. 
წულაია აღნიშნულ ფაქტს, თაღლითურ სქემად აფასებს და ადგილობრივ თვითთმართველობას კომპანია "სოკართან" მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს. 
"მოვუწოდებ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რომ მიხედონ მოსახლეობის პრობლემებს. ხელისუფლებაში მოსვლამდე ისინი ხალხს გაზის ტარიფის გაიაფებას პირდებოდნენ და დღეს პირიქით ხდება. დროა გამოფხიზლდნენ, ნუ მისცემენ "სოკარს" თაღლითობის უფლებას და რომ დამჯდარან თანამდებობეზე და არაფერს აკეთებენ, კეთილი ინებონ და მოსახლეობის ინტერესები დაიცვან ყველაფერს ჯობია,"- ამბობს წულაია.

ავტორი: ანა ჯანაშია