ქუთაისის სხვადასხვა უბანში საქველმოქმედო აქციები გაიმართება
ქუთასიში, მუხნარის ტერიტორიულ ორგანოში საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, მოსახლეობას მედიკოსებმა უფასო სამედიცინო კონსულტაციები გაუწიეს.
უფასო სამედიცინო მომსახურებას მოსახლეობას ნევროპათალოგები, კარდიოლოგები, ლარინგოლოგები, ოკულისტები, პედიატრები და თერაპევტები უწევდნენ.
"ძალიან კარგია, როცა ხელისუფლება ასეთ ყურადღებას იჩენს მოსახლეობის მხრიდან,"– ამბობენ საქველმოქმედო აქციის მონაწილეები.
საქველმოქმედო აქცია, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელის, შოთა მურღულიას ინიციატივით ჩატარდა.
როგორც ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი, შოთა მურღულია ამბობს, მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში, საქველმოქმედო აქციები ქალაქისსხვა ტერიტორიულ ერთეულებშიც გაიმართება.
ავტორი: ანა ჯანაშია