შოთა მურღულია – ქუთაისის ბიუჯეტში თანხების მობილიზება წარმატებით ხდება
ქუთაისის 2014 წლის ბიუჯეტში, იანვრის თვის წინასწარი მონაცემებით, უპრეცენდენტოდ მაღალი თანხებია მობილიზებული. აღნიშნულის შესახებ, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია საუბრობს.
როგორც მურულია ამბობს, ქუთაისის მერიის 2013 წლის იანვრის თვის ბიუჯეტთან შედარებით, წელს 400 000 ლარით მეტია აკუმულირებული.
"ეს საკმაოდ კარგი სტარტია 2014 წლის ბიუჯეტში. ანუ ბიუჯეტში თანხების მობილიზება წარმატებით ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის მერიის 2013 წლის ბიუჯეტი საკმაოდ რთული იყო. ეს პრობლემა უკვე გამოსწორებულია და ყველაფერი გეგმაზომიერად მიდის,"– ამბობს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია.
მისივე თქმი, ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული ხარჯები მნიშვნელოვნადაა შემცირებული.
"ეს არის ჩვენი მიდგომა, რომლითაც ხდება თანხების დაზოგვა. ამ გზით დაზოგილი თანხების აკუმულირება კი სხვადასხვა პროგრამებში მოხდება,"– ამბობს მურღულია.
ავტორი: ანა ჯანაშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა