ქუთაისის მერია ელექტრო ტექნიკის შესაძენად 42 ათას ლარს ხარჯავს
ქუთაისის მერიამ ელექტრო ტექნიკის შესაძენად ტენდერი
გამოაცხადა.
11 ტელევიზორი, 13 მაცივარი, 8 დისპენსერი, 28 კონდენციონერი, 2 ვენტილატორი, 10 ტელევიზორის
პულტი და ამდენივე ტელევიზორის საკიდი - ეს იმ ელექტრო საქონლის ჩამონათვალია, რომელთა
შესაძენად ქუთაისის მერიამ 41 930 ლარი გამოჰყო.
ახალი ტექნიკა ქუთაისის საკრებულოს, მერიის და მერიის სტრუქტურული ერთეულებისათვის არის განკუთვნილი, რომელთა შესაძენად
მერიამ ტენდერი მიმდინარე წლის 7 თებერვალს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 13 თებერვალს სრულდება.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა



13:08
11:18
11:17
11:11
19:33
















