|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელები დედა ენის ძეგლზე – ჯართში ჩაბარება უნდათ

ქუთაისში, ე.წ. ზასტავაზე არსებული დედა ენის ძეგლის აღება და ჯართში ჩაბარება უნდათ. აღნიშნულის შესახებ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები newpress.ge–სთან საუბრობენ. 

ადგილობრივი მცხოვრების, ქეთევან ჯანელიძის განმარტებით, წლებია მიდის იმაზე საუბარი, რომ ეს ტერიტორია გამოთავისუფლდეს და კომერციული მიზნისთვის გამოიყენონ. 
"ჯერ ისედაც რას გავს, არავინ აქცევს ყურადღებას. ასოები ამოვარდნილი და დაფაც დაჟანგულია. ამბობენ, რომ ამ ტერიტორიის გაყივდას და მაღაზიის გაკეთებას აპირებენ, ხოლო დედა ენის ძეგლის ჯართში ჩაბარება უნდათ. ჩვენ გვინდა, რომ ეს ძეგლი მოწესრიგდეს", – აცხადებენ ადგილობრივები. 
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ უახლოეს მომავლში ძეგლის მოწესრიგება იგეგმება. 
რა მდგომარეობაშია დედა ენის ძეგლი და კონკრეტულად რა გეგმები აქვთ ქუთაისის მერიაში, ნახეთ მალე, ვიდეო newpress.ge–ზე.    

ავტორი: თეკლე მორგოშია