|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შოთა მურღულია - კომპანიების მიერ შესრულებული სამუშაოები მკაცრად გაკონტროლდება

ქუთაისის მერიამ მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით სულ 48 ტენდერი გამოაცხადა. 

ტენდერების საერთო ღირებულება 11 მილიონ ლარს შეადგენს.

როგორც ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია ამბობს,  

გასულ წელთან შედარებით ქუთაისის მერიამ წელს ტენდერები გაორმაგებული რაოდენობითა და თანხებით გამოაცხადა.

"გასულ წელს 27 ტედერი იყო გამოცხადებული და მათზე მხოლოდ 5 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. წელს, ტენდერების რაოდენობაც გაზრდილია და თანხებიც, რაც იმას ნიშნავს, რომ წლევანდელი წელი გაცილებით უკეთ  და გაცილებით მეტ სამუშაოს შესრულების შესაძლობლობას მოგვცემს,"- ამბობს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია.

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულები კომპანიებს მოუწოდებს, რომ ტენდერებში აქტიურად მიიღონ  მონაწილეობა.

"თუმცა შემდეგ ჩვენი მხრიდან კომოპანიების მიერ შესრულებული სამუშაოები მკაცრად გაკონტროლდება. რადგან ჩვენ ძალიან ბვევრი ობიექტი ვნახეთ, რომელიც წინა წლებში უხარისხოდაა შესრულებული,"- ამბობს მურღულია.

ავტორი: ანა ჯანაშია