ქუთაისში საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნასა და საკრებულოს თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილისა და საკრებულოს საფინანსო კომისიის ხელმძღვანელის გოგიტა გოგელაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს.
"ამ ადამიანებმა თანამდებობები უნდა დატოვონ" - ამბობს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე.
მღვდელაძის თქმითვე, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი ადგილობრივი „პატრიოტების“ ინტერესებს ატარებს და ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებს. რის გამოც ის საკრებულოს თავმჯდომარის კომპეტენციებს სცდება.
ხოლო საფინანსო კომისიის თავმჯდომარე გოგიტა გოგელაშვილის კომისიის სხდომით ავტოსადგომების საკითხის გადაწევა მოხდა.
"გოგელაშვილის კომისიურმა დასკვნამ ხელი შეუშალა ავტოსადგომების საკითხს. მე ვამბობ, რომ არის გარკვეული პოლიტიკური სარჩულებიც, რომელიც უკავშირდება ქალაქის მერის სტაბილურობას. მერი, რომელიც პროფესიონალია არ შეიძლება დავაყენოთ საფრთხის ქვეშ რაღაც ვიწრო პოლიტიკური ჯგუფების გამო,”–ამბობს მღვდელაძე.
ავტორი: ანა ჯანაშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა