"გამჭვირვალობა – საქართველო" – თანამდებობის პირთა მოძრაობა მთავრობასა და ბიზნესში დღესაც ფიქსირდება
საქართველოს პარლამენტის 41 დეპუტატი პირდაპირ და ირიბ კავშირშია ბიზნესთან -ასეთია არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" კვლევის შედეგები. აღნიშნული კვლევის პრეზენტაცია ქუთაისის "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" გაიმართა.
"მბრუნავი კარი ანუ თანამდებობის პირთა მოძრაობა მთავრობასა და ბიზნესში დღესაც ფიქსირდება. ეს საკითხი პრობლემად მაშინ იქცევა, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები კერძო კომერციული გავლენის ქვეშ ექცევიან," – განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ანალიტიკოსმა, ერეკლე ურუშაძემ.
აღნიშნული ორგანიზაციის კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ბიზნესთან კავშირში მყოფი პირები აღმასრულებელი ხელისუფლების გარდა, ადგილობრივ თვითთმართველობებში და დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოებშიც არიან. "ნაციონალური მოძრაობის" სახელით არჩეულმა მსხვილმა ბიზნესმენებმა კი, 2013 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მალევე დატოვეს ყოფილი მმართველი პარტია.
როგორც კვლევის შედეგებმა აჩვენეს, თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიები გარკვეული შეღავათებით სარგებლობენ. მათ შორის, ტენდერის გარეშე გაფომებული კონტრაქტებით, საგდასახადო შერავათებითა და ექსკლუზიური ლიცენზიებით.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამოსწორებაზე უნდა იზრუნოს. არასამთავრობო ორგანიზაციის რეკომენდაციით, აუცილებელია გაფართოვდეს იმ პირთა წრე, რომლებსაც ქონებრივი დეკლარაციის წარდგენა მოეთხოვებათ და ასევე, შეიქმნას დეკლარაციებში მითითებული ინფორმაციის გადამოწმების სისტემა.
ავტორი: დეა მანაგაძე
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა