|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე "მეოცნებეებზე" - თვითონაც არ იციან რას აკეთებენ

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, თამაზ მარგველაშვილი თანხების არამიზნობრივად ხარჯვასთან დაკავშირებით საკრებულოოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლების ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. 
მარგველაშვილი ირწმუნება, რომ მისი მხრიდან ბიუჯეტის ამინიზნობრივი ხარჯვა არ მომხდარა და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიც ქალაქისთვის სასიკეთო იყო. 
"თვითონაც არ იციან რას აკეთებენ. შემიძლია ვთქვა, რომ არსოდეს პოლიტიკური დაკვეთა არ შემისრულებია", - განაცხადა მარგგველაშვილმა,  "მეოცნებეების" საპასუხოდ გამართულ ბრიფინგზე. 
კითხვაზე, აპირებს თუ არა მარგველაშვილი მერის მოვალეობის შემსრულებლის, შოთა მურღულიას გადაყენებას, ამბობს, რომ ამაზე ჯერ არ უფიქრია.  


ავტორი: ანა ჯანაშია