|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე – მურღულიამ ქუთაისის ერთპიროვნული მმართველობა მოინდომა

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის, თამაზ მარგველაშვილის განმარტებით, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს უფლებამოსილება იმ მიზეზით შეუწყვიტა, რომ შოთა მურღულიას საკრებულოსთან ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა.

"მურღულიას ჩვენთან თანამშრომლობა არ სურს. ის საკრებულოსთან ცუდ დამოკიდებულებაშია. ასევე, მურღულიამ ქუთაისის ერთპიროვნული მმართველობა მოინდომა, რაც ჩემთვის საკმარისი საფუძველია, რომ მურღულიამ არ მართოს ქალაქი და მას შევუწყვიტო უფლებამოსილება," – განაცხადა თამაზ მარგველაშვილმა. მარგველაშვილის განმარტებით, დღეიდან ქუთაისის მერის მოვალეობას, ვიცე–მერი ნიკო კაჭკაჭიშვილი შეასრულებს.  

ავტორი: ანა ჯანაშია