|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა წერია ბრძანებაში, რომლითაც შოთა მურღულია თანამდებობიდან გადააყენეს (Photo)

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელის შოთა მურღულიას თანამდებობიდან გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად საკრებულოს თავმჯდომარე, მერიაში ჩაშლილ კონკურსს ასახელებს. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება (#152), მიმდინარე წლის 12 თებერვლით თარიღდება. ბრძანება, რომელიც newpress.ge-იმ მოიპოვა, დაახლოებით ერთი საათის წინ არის დაწერილი.

"შოთა მურღულიას გაეგზავნა წერილობითი მიმართვები მერის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად კომისიის გადაწყვეტილებით წარდგენილი კანდიდატურების თაობაზე. მერის მოვალეობის შემსრულებლის მიერ, გამონაკლისის გარდა, გაუგებარი მიზეზების გამო  არ არიან დანიშნულნი თანამდებობეზე მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები. ასეთი ვითარება ქალაქში მიმდინარე პროცესების პარალიზებას იწვევს", - ნათქვამია  საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებაში.    

ავტორი: თეკლე მორგოშია