მურღულიას მხარდამჭერები - "პოლიტიკური ნაგავი" გოჩა თევდორაძე ისევ ვა-ბანკზე მიდის
"ისევ სურთ ქალაქის პარალიზება. პოლიტიკური ნაგავი გოჩა თევდორაძე ისევ ვა-ბანკზე მიდის. ამიტომ, მოვუწოდებთ ყველას, ვისაც გული შესტკივა, დადგეს ჩვენს გვერდით და არ შეუერთდეს ამ კრიმინალურ ბანდას,"- აღნიშნული განცხადებები ქუთაისის მერიის წინ შოთა მურღულიას მხარდამჭერებმა გააჟღერეს.
აქციის მონაწილეები ასევე ქუთაისის ვიცე-მერს ნიკო კაჭკაჭიშვილს აფრთხილებენ, რომ შეთავაზებული თანამდებობა არ დაიკავოს.
"ნიკო კაჭკაჭიშვილს მოვუწოდებთ, არ დაიკავოს შეთავაზებული თანამდებობა. წინააღმდეგ შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარეს ხვალ კაბინეტის კარებს ავუჭედავთ", - განაცხადა ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მღდელაძემ.
აქციის მონაწილეების თქმითვე, შოთა მურღულიას მხარდასაჭერი აქციები ქუთაისის მერიის წინ ხვალიდან პერმანენტულად გაიმართება.
მურღულიას მხარდასაჭერ აქციაში ფრაქცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლების გარდა, ასევე შემდეგი ფრაქციის: "ჩემი ქუთაისის," ფრაქცია "ქუთაისისათვის" და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შოთა მურღულია თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საგანგებო ბრიფინგ ნახევარ საათში გამართავს.
შოთა მურღულია აღნიშნული თანამდებობიდან, დღეს, საკრებულოს თავმჯდომარის 12 თებერვლის ბრძანების საფუძველზე იქნა გათავისუფლებული.
ავტორი: ანა ჯანაშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა