|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ვიცე-მერი - არ ვიცი ვინ რა თამაშს თამაშობს

დათანხმდება, თუ არა ნიკო კაჭკაჭიშვილი შეასრულოს ქუთაისის მერის მოვალეობა, ამ დრომდე უცნობია.

როგორც ნიკო კაჭკაკიშვილი newpress.ge -სთან საუბარში განმარტავს, მას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.
"ნახევარ საათში გავაკეთებ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგს და მაშინ უკვე გადაწყვეტილებაც მიღებული მექნება. არ ვიცი ვინ რა თამაშს თამაშობს,"-განმარტავს კაჭკაჭიშვილი. 
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ვიცე-მერმა ნიკო კაჭკაჭიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დღე მიღებული გადაწყვეტილებით, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლი შოთა მურღულია უნდა ჩაანაცვლოს.
თავის მხრივ ქუთაისის საკრებვულოს ფრაქციების წევრები ნიკო კაჭკაჭიშვილს მოუწოდებენ, რომ შეთავაზებული თანამდებობას არ დათანხმდეს.

ავტორი: თეკლე მორგოშია