შოთა მურღულია - თანამდებობიდან ჩემი გადაყენება უკანონოა და შევეცდებით მის სამართლებრივად აღდგენას
ქუთაისის მერის მოვალეობის უკვე შემსრულებელი, შოთა მურღულია საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მისი თანამდებობიდან გადაყენების ბრძანება უკანონოა. ეხმაურება.
მურღულიას განმარტებით, თამაზ მარგველაშვილის მიერ მოყვანილი მიზეზები, რის საფუძველზეც მისი თანამდებობიდან გადაყენება მოხდა, უკანონოა.
"ყველაფერი იქნება კარგად. არანაირი პრობლემა არ არსებობს. ის მიზეზი, რაც მან მოიყვანა არის სრული უკანონობა და ჩვენ შევეცდებით მის სამართლებრივად აღდგენას" - განაცხადა შოთა მურღულიამ.
მისივე, თქმით გამორიცხული არც ისაა, რომ სარჩელი სასამრთლოში შეიტანოს, თუმცა იმედოვნებს, რომ ეს არ დასჭირდება, რადგან საკრებულო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას მისი აღდგენის თაობაზე.
შოთა მურღულია ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან, დღეს, საკრებულოს თავმჯდომარის 12 თებერვლის ბრძანების საფუძველზე იქნა გათავისუფლებული.
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა