|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დავით ნარმანია - შოთა მურღულიასთვის უფლებამოსილების შეჩერება ზნეობის არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ქუთაისის მერისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ქალაქის მართვის პრეტენზიის მქონე ვიწრო ჯგუფებს უკავშირებს. 
როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ეს გადაწყვეტილება კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და ზნეობის ჩარჩოებში არ ჯდება.
"ეს არის აბსოლუტურად უკანონო გადაწყვეტილება და ზნეობის, მორალის არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება. ეს არის ძალიან ცუდი გადაწყვეტილება, რომელიც უპირველეს ყოვლისა, ქალაქს და მის მოსახლეობას აზიანებს", - განაცხადა ნარმანიამ.
შოთა მურღულია ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან, გუშინ, საკრებულოს თავმჯდომარის 12 თებერვლის ბრძანების საფუძველზე იქნა გათავისუფლებული. 

ამ წუთებში კი ქუთაისის მერიასთან მურღულიას მხარდამჭერები აქციისთვის ემზადებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. 

წყარო: ინტერპრესნიუსი

ავტორი: ნიუპრესი