|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მურღულიას მხარდასაჭერი აქციის მონაწილეები – ქუთაისში საბოტაჟი არ იქნება

ქუთაისის მერიის წინ შოთა მურღულიას მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. ამ დროისათვის აქციაზე 600–მდე ადამიანი იმყოფება. აქციაში, ასევე, ჩართული არიან ქუთაისის მერიის თანამშრომლები.

აქციის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ ქალაქში საბოტაჟი არ მოხდება და ქუთაისის ვიცე–მერი, ნიკო კაჭკაჭიშვილი შეთავაზებულ თანამდებობას არ დათანხმდება. აღნიშნულის შესახებ განცხადება აქციის დაწყებამდე ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მღვდელაძემ გააკეთა.

მღვდელაძის განმარტებით, ჯობია ერთი ან ორი დღე დაზარალდეს ქალაქი უმუშევრობით, ვიდრე გრელვადიან პერსპექტივაში ის საბოლოოდ დაზარალებული დარჩეს.

მღვდელაძის  განმარტებითვე, მურღულიას გვერდით ქუთაისის მთელი საზოგადოება დგას და გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მას მხარს მერიის თანამშრომლებიც უჭერენ.

"კლანობა ამ ქალაში დამთავრდა," – აცხადებს მამუკა მღვდელაძე. 

ავტორი: ანა ჯანაშია