შოთა მურღულია მის მხარდასაჭერ აქციაზე – ქუთაისელი ვარ და ვარ ქალაქის გვერდით
ქუთაისის ვიცე–მერმა, შოთა მურღულიამ, მერიის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს, სიტყვით მიმართა. მურღულიას განცხადებით, ქუთაისში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ის ეპოქა, როცა თუ არ ვაჭრობ არ მოეწონები.
"საკრებულოს თავმჯდომარეს ელემენტარული ცონდა უნდა ჰქონოდა იმის, რომ რასაც აკეთებს კანონიერად გააკეთოს. ის, რაც მან გააკეთა, უკანონობა იყო. მე ვარ ქუთაისელი და ვარ თქვენს გვერდით. ვინმემ გაუბედოს ქალაქს მსგავსი რამ," – განაცხადა მურღულიამ.
შოთა მურღულიას მერის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება გუშინ შეუჩერდა, თუმცა ის ქუთაისის ვიცე–მერად რჩება.
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა