მურღულია ქუთაისის მერიის სამსახურის უფროსებს მოუწოდებს მუშაობა არ შეწყვიტონ
ქუთაისის მერის ყოფილი მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია, მერიის სამსახურის უფროსებს მოუწოდებს, რომ სიმშვიდე შეინარჩუნონ და მუშაობა არ შეწყვიტონ.
"ყველა სამსახურის უფროსს მოვუწოდებ მუშაობა არ შეწყვიტონ. ეს იმათი სურვილია ვისაც ქალაქში არეულობა აწყობს, მე კი ეს არეულობა არ მაწყობს. პატარა ადამიანები პატარა გადაწყვეტილებებს ღებულობენ, მაგრამ მათ მხოლოდ სამი დღე დარჩათ და ეს მათი ბოლო კუდის მოქნევაა,"-ამბობს შოთა მურღულია.
შოთა მურღულია ასევე ქუთაისის ვიცე-მერს ნიკო კაჭკაჭიშვილის მოწოდებას საკრებულოს თავმჯდომარესთან მოლაპარაკების შესახებ ეხმაურება და ამბობს, საკრებულოს თავმჯდომარესთან არანაირი მოლაპარაკების გამართას არ აპირებს.
"შოთა მურღულია არ არის ის კაცი, ვინც თამაზ მარგველაშვილთან დაჯდება სალაპარაკოდ,"- ამბობს მურღულია.
მისივე თქმით თამაზ მარგველაშვილის გადაწყვეტილებები პოლიტიკური მოტივებით იმართება.
"მარგველაშვილი იმართება პოლიტიკურად, მაგრამ არა ერთი პოლიტიკური ძალის, არამედ ორი პოლიტიკური ძალის მიერ. თუმცა მას არ ყოფნის ვაჟკაცობა ისე იმოქმედოს, რომ საკუთარ თავსა და ქალაქს შეურაწყოფა არ მიაყენოს,"-ამბობს მურღულია.
ქუთაისის მერიის წინ შოთა მურღულიას მხარდასაჭერი აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ამ დროისათვის აქციაზე 600–მდე ადამიანი იმყოფება. აქციაში, ასევე, ჩართული არიან ქუთაისის მერიის თანამშრომლები.
შოთა მურღულია ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან, გუშინ, საკრებულოს თავმჯდომარის 12 თებერვლის ბრძანების საფუძველზე იქნა გათავისუფლებული.
ავტორი: ანა ჯანაშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა