აქციის მონაწილეები ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს ულტიმატუმს უყენებენ
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ შოთა მურღულიას მხარდასაჭერი აქცია ამ დრომდე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა საკერბულოს თავმჯდომარემ, თამაზ მარგველაშვილმა საკრებულოს რიგიგგარეშე სხდომა ხვალ დანიშნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციის მონაწილეები საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტის კარის აჭედვით იმუქრებიან.
შოთა მურღულია ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან, გუშინ, საკრებულოს თავმჯდომარის 12 თებერვლის ბრძანების საფუძველზე იქნა გათავისუფლებული.
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა