|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს კაბინეტის კარი აუჭედეს

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს, თამაზ მარგველაშვილს სამუშაო კაბინეტის კარი აუჭედეს. 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნელთა განცხადებით, ისინი შეეცადნენ თავიდან აეცილებინათ კარის აჭედვა და მარგველაშვილთან სატელეფონო კავშირის დამყარება ორჯერ სცადეს. თუმცა, როგორც ისინი ამბობენ, საკრებულოს თავმჯდომარესთან დაკავშირება ვერ მოახერხეს.

თამაზ მარგველაშვილი მედიასთან კომენტარს 14 საათზე გააკეთებს.
აქციის მონაწილეები თამაზ მარგველაშვილის გუშინდელ ბრძანებას აპორტესტებენ, რომლის მიხედვითაც ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია დაკავებული თანამდებობიდან იქნა გათავისუფლებული.
მერიის წინ მურღულიას მხარდასაჭერი აქცია 11 საათიდან მიმდინარეობს.

ავტორი: თეკლე მორგოშია