იმერეთის გუბერნატორი – ქუთაისს ერთი ჯგუფი და ერთი კლანი მართავს
იმერეთის გუბერნატორი ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
ზაზა მეფარიშვილის განმარტებით, თამაზ მარგველაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შოთა მურღულიას თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე სამართლებრივადაც გაუმართავია.
მეფარიშვილმა ქუთაისელებს შოთა მურღულიას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"თუკი ასეთი მხარდაჭერა და ერთობა იქნება, მომავალში ქალაქისთვის ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდება. მე და შოთა მურღულია ჩვეულევბრივად ვაგრძელებთ მუშაობას," – განაცახდა ზაზა მეფარიშვილმა.
მეფარიშვილი მიიჩნევს, რომ მარგველაშვილის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქალაქს ერთი ჯგუფი და ერთი კლანი მართავდა.
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 25 ხმა