გია თევდორაძე ქუთაისში განვითარებულ მოვლენებზე – სამარცხვინოა, სატირალი რომ არ იყოს
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გია თევდორაძე შოთა მურღულიას გადაყენების ფაქტს სამარცხვინო უწოდებს.
თევდორაძის მტკიცებით, სამხარეო და საქალაქო სტრუქტურებს შორის, რომლებიც ორივე "ოცნების" გუნდს წარმოადგენენ, ბრძოლა მიმდინარეობს. თევდორაძე მიჩნევს, რომ ერთ გუნდში შიდა დაპირისპირების საგანი იმ პროექტების განხორცილებაა, რომელიც ქალაქში უნდა დაიწყოს.
"ესენი ფინანსების გამო არიან დაპირისპირებული ერთმანეთთან. ჯერ ვერ გაურკვევიათ, რომელმა უწყებამ უნდა განახორციელოს ეს პროექტები. აქამდე იყო ხელისუფლების უუნარო თავდაჯერებულობა, ახლა კი უუნარო ხელისუფლების თავდაჯერებულობასთან გვაქვს საქმე. ჩემთვის გაუგებარია ვინ ვის უწყობს საბოტაჟს და აქციას. ესაა სამარცხვინო, სატირალი რომ არ იყოს," – განაცხადა თევდორაძემ.
მისივე თქმით, ეს ის "პატრიოტები" და ე.წ დამოუკიდებელი დეპუტატები არიან, რომლებმაც ქუთაისის სამაგალითო მერი, ბესიკ ბრეგაძე გადააყენეს და მათგან ყველაფერია მოსალოდნელი.
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 62.5%
არა - 37.5%
არ ვიცი - 0%
სულ - 24 ხმა