|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მარგველაშვილი – კანონიერი უფლება მქონდა, როგორც დავნიშნე, ისე გამეთავისუფლებინა მურღულია

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, თამაზ მარგველაშვილი ქუთაისის მერიის წინ მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. 
როგორც მარგველაშვილი ამბობს, აქციაში საჯარო მოხელეების ჩართვით, კანონიერება დაირღვა. ხოლო მის მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება შოთა მურღულიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ კანონიერი იყო.  
"კანონიერი უფლება მქონდა როგორც დავნიშნე, ისე გამეთავისუფლებია ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი. უკანონობა ისაა, როცა საჯარო მოხელეებს აქციაში ჩართეს,"– ამბობს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი.
მისივე თქმით, ის არანაირი პოლიტიკური ძალებით არ არის მართული  და არც ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს ღებულობს.
"იმის გარჩევას საიდან ვარ მართული მურღულიას ურჩევნია სხვა პრობლემები მოაგვაროს,"– ამბობს თამაზ მარგველაშვილი.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელის შოთა მურღულიას თანამდებობიდან გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად საკრებულოს თავმჯდომარე, მერიაში ჩაშლილ კონკურსს ასახელებს. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება (#152), მიმდინარე წლის 12 თებერვლით თარიღდება. 
 

ავტორი: ანა ჯანაშია