კვირა, 08 ივნისი, 2025 წელი 13:18:39
|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი "ნაციონალი" - რაც ქუთაისში ხდება პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებულია

ქუთაისის ადგილობრივ თვითმართველობაში ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენები საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ არის მართული. ეს ყოველივე კი შოთა მურღულიას რეიტინგის ამაღლებას უკავშირდება. აღნიშნულის შესახებ განცხადება ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, გია გოქაძემ გააკეთა. მისი მტკიცებით,  "ქართული ოცნება" და "საქართველოს  პატრიოტთა ალიანსი" შეთანხმებულ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს. 
"ეს იყო წინასწარ გათვლილი თამაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ჩამოიყვანეს თბილისელი ქუთაისელი  მურღულია. რომელსაც არაფერი გაუკეთებია ამ დრომდე. ახლა კი მუშაობენ მისის რეიტინგის ასამაღლლებლად", - განაცხადა გია გოქაძე. მისივე თქმით,  დღეს გამართულ აქციაზე შოთა მურღულიას წარმოთემულ სიტყვას ფასი არ აქვს.

ავტორი: თეკლე მორგოშია