საკრებულოს თავმჯდომარეს სხდომის მოწვევის გარეშე მურღულიას გათავისუფლების უფლება არ ქონდა
ქუთაისის მერიის იურისტის განმარტებით, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის, თამაზ მარგველაშვილის ბრძანება, შოთა მურღულიას გათავისუფლების შესახებ, უკანონოა.
"ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, საკრებულოს თავმჯდომარეს არ აქვს უფლება, თანამდებობიდან გაათავისუფლოს ქალაქის მერი, საკრებულოს სხდომის მოწვევის გარეშე. საკრებულოს თავმჯდომარეს ერთპიროვნული გადაწყვეტილების უფლება არ აქვს აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში" - განმარტა newpress.ge-სთან საუბარში ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივ საქმეთა განყოფილების უფროსმა, ირაკლი გიორგაძემ.
"მოცემულ შემთხვევაში კი არანარი სხდომა არ ჩატარებულა", - აღნიშნავს გიორგაძე. მისივე თქმით, მარგევლაშვილის ბრძანება არარაქტია (არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ბრძანება), რომელსაც იურიდიული ძალა არ აქვს.
რაც შეეხება, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებაში მოყვანილ მიზეზებს, რის საფუძველზეც გაათავისუფლა მურღულია, გიორგაძის თქმით, ესეც უკანონოა. "მარგველაშვილი მურღულიას იმ ბრალდებას უყენებს, რაც არ ჩაუდენია," - ამბობს გიორგაძე.
ირაკლი გიორგაძის თქმით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრებმა მათ მიერ მოწონებული კანდიდატების სია დასამატკიცებლად შოთა მურღულიას დაგვიანებით წარუდგინეს.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემრსულებელი შოთა მურღულია დაკავებული თანამდებობიდან, გუშინ, გუშინ, საკრებულოს თავმჯდომარის 12 თებერვლის ბრძანების საფუძველზე იქნა გათავისუფლებული.
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა