ქუთაისის მერის მოვალეობას ნიკო კაჭკაჭიშვილი ასრულებს
ქუთაისის მერის მოვალეობას ვიცე-მერი ნიკო კაჭკაჭიშვილი ასრულებს.
კაჭკაჭიშვილმა დაკისრებულ პასუხისგებლობაზე
უარი გუშინ განაცხადა. რაზედაც, წერილობით საკრებულოს თავმჯდომარეს, თამაზ
მარგველაშვილსაც მიმართა. თუმცა, მარგველაშვილს მისი განცხადება ამ დრომდე არ განუხილავს.
კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე მალე დააკმაყოფილებს მის განცხადებას და დაკისრებული პასუხისმგებლობას მოუხსნის.
კაჭკაჭიშვილს მერის მოვალოების შემსრულებლის პასუხისმგებლობა მას შემდეგ დაეკისრა, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარის 12 თებერვლის ბრძანების საფუძველზე შოთა მურღულიას აღნიშნული უფლებამოსილება შეუჩერა.
შოთა მურღულია ქუთაისის მერის მოავალეობის შემსრულებლად, 2013 წლის 21 ნოემბერს დაინიშნა.
თავის მხრივ, მან ვიცე-მერი, გია შარაბიძე შეცვალა.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია დაკავებული თანამდებობიდან, საკრებულოს თავმჯდომარის 12 თებერვლის ბრძანების საფუძველზე იქნა გათავისუფლებული.
ავტორი: თეკლე მორგოშია