მიხეილ სააკაშვილი აფხაზეთის ეროვნულ გმირთან ერთად (Photo)
სოციალურ ქსელში საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და აფხაზეთის ეროვნული გმირის, იბრაგიმ იაგანოვის ერთობლივი ფოტო გავრცელდა. ფოტო ვაშინგტონში, ჯეიმსთაუნის ფონდის ოფისშია გადაღებული.
1990–იან წლებში, ქართულ–აფხაზური კონფლიქტის დროს იაგანოვი ყაბარდო–ბალყარეთის მოხალისეთა ბატალიონს მეთაურობდა და ყველა საომარ მოქმედებაში იყო ჩართული. ამ დროიდან იაგანოვს აფხაზეთის ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
2007 წლიდან იბრაგიმ იაგანოვი წარმოადგენს აფხაზეთის ოფიციალურ წარმომადგენელს ყაბარდო–ბალყარეთის რესპუბლიკაში.
პარალელურად იაგანოვი სამეწარმეო საქმიანობასაც ეწევა. მის საკუთრებას წარმოადგენს ცხენსაშენი "გუერენი", სადაც უნიკალური ყაბარდოული ჯიშის ცხენები გამოჰყავთ.
ავტორი: დეა მანაგაძე
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა