„ადამიანის სიცოცხლე ქვანახშირზე და მანგანუმზე ძვირფასია“ – აქცია ქუთაისში
„უსაფრთხოება ყველას
უფლებაა“, „ადამიანის სიცოცხლე ქვანახშირზე და მანგანუმზე უფრო ძვირფასია“ – ეს ის
მთავარი გზავნილები იყო, რომელიც დღეს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გამართულ აქციაზე
გაჟღერდა.
აქციის მონაწილეები
ამ ფორმით რამდენიმე დღის წინ ტყიბულის მაღაროში
ერთ–ერთი მუშის დაღუპვის ფაქტს გამოეხმაურნენ. აქციის ორგანიზატორი იყო სტუდენტური გაერთიანება „მელნისფერი თაობა“.
„უნდა შეიქმნას
ისეთი სახელმწიფოებრივი სტრატეგია და კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს ამ ადამიანების
უსაფრთხო შრომის პირობებს. არ უნდა ხდებოდეს
წიაღისეულის მოპოვება საბჭოთა ტექნიკით, რომელსაც
გასული აქვს ექსპლუატაციის ვადა“ – ამბობს სტუდენტური გაერთიანება „მელნისფერი თაობის“
წარმომადგენელი თამაზ თევზაძე.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ექვსი წლის მანძილზე, საქართველოში შრომის უსაფრთხოების დარღვევის გამო 245 ადამიანი დაიღუპა. ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე ვითარება ჭიათურასა და ტყიბულშია.
„ჩვენ სოლიდარობას
ვუცხადებთ მუშებს და მოვუწოდებთ მთავრობას, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ის ბოროტება,
რომლებიც დღეს მაღაროში ხდება“–აცხადებს აქციის მონაწილე ნიკა კუპრაშვილი.
ავტორი: ლანა კოკაია