|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოჩა თევდორაძე - სირცხვილია, როცა ხელისუფლება თავად აკეთებს აქციებს

"პატრიოტთა ალიანსის" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოჩა თევდორაძე, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ სირცხვლის კორიდორი მოუწყვეს, არსებულ პროცესებს დაკვეთილს უწოდებს.

"მე მომიწვიეს გადაცემაში და ამიტომაც მოვედი. აქ ვხედავ „ქართული ოცნების“ ატივისტებს. უბრალოდ სირცხვილია, როცა ხელისუფლება თავად აკეთებს აქციებს. ეს აქცია რასაკვირველია არის დაკვეთით", - განაცხადა "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოჩა თევადორაძემ.
გოჩა თევდორაძეს და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს თამაზ მარგველაშვილს 
სირცხვლილის კორიდორი რადიო "ძველი ქალაქის" ოფისთან მოეწყვეს, როდესაც  ისინი რადიოს გადაცემაში "რადაიქაცია" სტუმრად მივიდნენ. 

ავტორი: თეკლე მორგოშია