შოთა მურღულია – ქუთაისში ქაოსი ორ პოლიტიკურ ძალას აწყობს
ქუთაისის ვიცე–მერის, შოთა მურღულიას განმარტებით, მასსა და იმერეთის გუბერნატორს, ზაზა მეფარიშვილს შორის არსებული ხიდჩატეხილობა უაზრობაა.
"სხვას ვის უნდა აწყობდეს ქაოსი, რომელიც ქალაქში ამ დროისთვისაა, თუ არა ორ პოლიტიკურ პარტიას "ნაციონალურ მოძრაობასა" და ქუთაისში არსებულ პარტია "საქართველოს პარტიოტთა ალიანსს". ჩემთან ვაჭრობა არ შეიძლება, მე უფრო მაღალ თანამდებობაზე ვყოფილვარ, მაგრამ აქ უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული, რადგან ქალაქი უნდა დაემსგავსოს ქალაქს. ადგილობრივ თვითმმართველობაში ვინც ასეთი ესკალაცია გამოიწვია, მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და ესაა საკრებულოს თავმჯდომარე, თამაზ მარგველაშვილი. ჩვენ კარგად ვიმუშავეთ იანვრის თვეში და სწორედ ეს არ მოეწონათ "პატრიოტებსა" და "ნაციონალებს," – განაცხადა "რადიო ძველი" ქალაქის თოქ–შოუ "რადიაქციის" დასრულების შემდეგ შოთა მურღულიამ.
მისივე თქმით, მარგველაშვილის "წყალობით" ქუთაისში შეჩერებულია სხვადასხვა სოციალური პროექტების განხორციელება, რადგან გამოდის რომ ქალაქს მერის მოვალეობის შემსრულებელი არ ჰყავს, რომელმაც ამ პროექტებზე ხელი უნდა მოაწეროს.
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა