ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადადგა
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, თამაზ მარგველაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.
მარგველაშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისში ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითრებული მოვლენების შემდეგ მიიღო.
"ის რაც გავაკეთე, ვალდებული ვიყავი. პირნათლად შევასრულე ჩემი საქმე," - განაცხადა მარგველაშვილმა.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მომავალი კვირის ორშაბათს (17 თებერვალს) გაიმართება, სადაც მარგველაშვილი დეპუტატებს თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე მის მიერ დაწერილი განცხადების დაკმაყოფილებას სთხოვს.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერის მოვალეობის შემრსულებელი შოთა მურღულია დაკავებული თანამდებობიდან, ორი დღის წინ, საკრებულოს თავმჯდომარის 12 თებერვლის ბრძანების საფუძველზე იქნა გათავისუფლებული. აღნიშნულის გამო, მურღულიას მხარდამჭერებმა მერიის წინ გუშინ აქცია გამართეს და მარგველაშვილს თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდეს.
ავტორი: თეკლა მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა