"ერთი მილიარდი ხმა" – აქცია–კონცერტი ქუთაისში
ქუთაისში, თეთრ ხიდზე, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქცია–კონცერტი "ერთი მილიარდი ხმა" გაიმართა.
აქციის ინიციატორი იყო კულტურულ–ჰუმანიტარულ
ფონდ "სოხუმის" უცხოელი მოხალისე, ელენ შროედერი. აქციაში ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო
როგანიზაცია Campus Lions Club Kutaisi–ის
მოხალისეებიც ჩაერთვნენ.
მსოფლიო სტატისტიკური მონაცემებით,
თავის სიცოცხლეში ერთხელ ყოველი მესამე ქალი
ხდება ძალადობის მსხვერპლი, რაც საბოლოო ჯამში, ერთი მილიარდი ადამიანი გამოდის.
"ჩვენი აქციის მთავარი მიზანი არის
ის, რომ ვუთხრათ "არა ძალადობას" ცეკვით, სიმღერით და ასეთი პოზიტიური განწყობით,"–ამბომბს
Campus Lions Club Kutaisi–ის პრეზიდენტი, მონიკა მარღანია.
"ამგვარი აქცია–კონცერტი მსოფლიოს
მრავალ ქვეყანაში ტარდება. 2013 წელს, ერთმა მილიარდმა ქალმა და მამაკაცმა მსოფლიო ცეკვით შეარყია იმისთვის, რომ ქალებსა და გოგონებზე ძალადობა დასრულდეს. მოვუწოდებთ ქალებსა და მამაკაცებს თავიანთი ძალები და წარმოსახვა მიმართონ სამართლიანობისაკენ. წარმოიდგინეთ, ერთი მილიარდი ქალი გადმოსცემს თავის ისტორიას ცეკვითა და საუბრით, რათა ბოლო მოეღოს ძალადობას ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ. შემოგვიერთდი, ხმა აიმაღლე, გათავისუფლდი, იცეკვე!" –აცხადებს უცხოელი მოხალისე, ელენ შროედერი.
აქცია–კონცერტი
ელექტრონული მუსიკით, ქართული ცეკვითა და ფონდი "სოხუმის" ფორუმ–თეატრის მსახიობების
წარმოდგენით დასრულდა.
ავტორი: ლანა კოკაია