ქუთაისში "რესპუბლიკური პარტიის" ახალ თავმჯდომარეს ირჩევენ
დღეს, "რესპუბლიკური პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ.
არჩევნები ამ წუთებში ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ოფისში მიმდინარეობს.
"დღეს არის ქუთაისის ორგანიზაციის საანგარიშო მორიგი კრება, რომელიც აირჩევს ახალ კომიტეტს. ახალი კომიტეტი კი გამოავლენს ახალ თავმჯდომარეს მათი რიგებიდან," – ამბობს "რესპუბლიკური პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ნატო ქათამაძე.
კომიტეტი შვიდი წევრის შემადგენლობით განისაზღვრება, რომელთაგან ერთ–ერთი ხმათა უმრავლესობით "რესპუბლიკური პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის ახალი თავმჯდომარე გახდება.
"ეს უკვე 31 – ე ასეთი კრებაა რეგიონებში. იმედი მაქვს ეს არჩევნები, როგორც აქამდე გამჭვირვალედ ჩაივლის. ჩვენი მიზანია განახლდეს კომიტეტი, აირჩეს ახალი აქტიური ადამიანები პარტიის მმართველ კომიტეტებში, რათა გავძლიერდეთ და მოვემზადოთ თვითმართველობის არჩევნებისთვის,"– ამბობს "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.
ავტორი: ანა ჯანაშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა