"რესპუბლიკური პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ძველი ხელმძღვანელი აირჩიეს
ქუთაისში "რესპუბლიკური პარტიის" ორგანიზაციის თავმჯდომარე უკვე აირჩიეს.
არჩევნების შედეგად, პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციას კვლავ ნატო ქათამაძე უხელმძღვანელებს.
როგორც ქათამაძე ამბობს, ქუთაისში პარტიის თავმჯდომარის არჩევის პროცესმა გამჭვირვალედ ჩაიარა.
"ძალიან დემოკრატიულად ჩატარდა არჩევნები, ყველა კანდიდატი თავისუფალი იყო და არავინ იცოდა წინასწარ გავიდოდა თუ არა. შეიძლებოდა თავმჯდომარის პოსტზე პარტიის ნებისმიერი წევრი გასულიყო,"– ამბობს "რესპუბლიკური პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნათო ქათამაძე.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე "რესპუბლიკური პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის მთავარი მიზანი ადგილობრივ თვითმმართველობაში გამარჯვების მოპოვება იქნება.
"ჩვენი მთავარი ამოცანაა ადგილობრივ ხელისუფლებაში მყარად დავფუძნდეთ და ხალხს ის ავუსრულოთ, რასაც დავპირდით,"– განმარტავს ქათამაძე newpress.ge – სთან საუბარში.
ქათამაძე ამ დრომდეც "რესპუბლიკური პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გახლდათ.
ავტორი: ანა ჯანაშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა