|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან "ნაციონალები" ვანო მერაბიშვილის გამამართლებელ განაჩენს ელოდებიან

ქუთაისი საქალაქო სასამართლოში, სადაც დღეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განაჩენი უნდა გამოაცხადონ, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები იკრიბებიან. ადგილზე უკვე არიან "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები.

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრისა და იმერეთის ყოფილი ვიცე-გუბერნატორის, ამირან ძოწენიძის ვარუდით, ბრალდებულებს დღეს, მოსამართლემ გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოუტანოს.

"უკვე ყველა დარწმუნდა ამ  ხნის განმავლობაში, რომ ის ბრალდება, რაც მათ წაუყენეს აბსურდული იყო. პროკურატურამ ვერაფერი ხელჩასაჭიდი მასალა ვერ წარმოადგინა. ჩვენ ყველანი მორალურად ვანოს და ზურას გვერდით ვდგავართ. თითქმის ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ყველა ერთად ვიდექით," - განმარტავს ძოწენიძე.

ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს მოსამართლე, ნათია ბარბაქაძე დღეს, დასაქმებისა და კვარიათის ნაწილში განაჩენს გამოუტნს.  

ავტორი: თეკლე მორგოშია