|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ვიცე-მერი - თვითმმართველობაში არანაირი აქცია არ იგეგმება

ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმეზე დღეს საბოლოო განაჩენის გამოცხადებასთან დაკავშირებით ქუთაისის თვითმართველობაში გამოცხადებულ მობილიზაციას  ქუთაისის ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი დეზინფორმაციას უწოდებს.  
როგორც მიქიაშვილი newpress.ge-სთან საუბარში განმარტავს,  ქუთაისის თვითმმართველობაში არანაირი მობილიზაცია არ ხდება და არც აქციის გამართვა იგეგმება. 
"შეუძლია ნებისმიერ ადამიანს დადგეს მერიასთან და ნახოს რომ თვითმმართველობის არცერთი წევრი არსად არ გავა. არანაირი მობილიზაცია და აქცია არ იგეგმება, ეს სრული დეზინფორმაცია და სისულელეა," - ამბობს ნოდარ ქუთაისის ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი.
თვითმმართველობაში აქციისთვის მობილიზაციის შესახებ ინფორმაცია გუშინ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გია თევდორაძემ facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. მისი განცხადებით, ხელისუფლება ვანო მერაბიშვილის დღევანდელი პროცესისთვის ემზადება. დღევანდელ პორცესზე მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის საქმეზე საბოლოო განაჩენი უნდა გამოცხადდეს.

ავტორი: ანა ჯანაშია