მერაბიშვილის ადვოკატი - არასასურველ გადაწყვეტილებას აუცილებად გავასაჩივრებთ
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმეზე დაცვის მხარე გამამართლებელ განაჩენს ელოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადვოკატის თქმით, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
"დღეს სასამართლომ სწორი განაჩენი უნდა გამოიტანოს. თუმცა, დღევანდელ პროცესზე თუ ჩვენთვის არასასურველ გადაწყვტილებას გამოიტანენ, აუცილებლად გავასაჩივრებთ," - ამბობს ადვოკატი ოთარ კახიძე.
მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საბოლოო განაჩენი დღე უნდა გამოაცხადოს.
ავტორი: ანა ჯანაშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა