|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ ჭიაბერაშვილს 50 000 ლარიანი გირაო დააკისრა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა და მას გირაოს სახით 50 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

მოსამართლე ნათია ბარბაქაძემ ზურაბ ჭიაბერაშვილი კვარიათის საქმეზე უდანაშაულოდ ცნო.
სასამართლო პროცესს, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს ვანო მერაბიშვილი არ ესწრება. მერაბიშვილის ადვოკატების განცხადებით, მათთვის უცნობია რა მიზეზით განაცხადა უარი ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა პროცესზე დასწრებაზე.
ქუათაისის საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა და გიგა ბოკერია.

ავტორი: თეკლე მორგოშია