ჭიაბერაშვილი - სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, ვაპირებთ გავაგრძელოთ ბრძოლა
ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი უკანონოს უწოდებს.
როგორც ჭიაბერაშვილის ამბობს, ისინი მზად არიან გააგრძელონ ბრძოლა და დღევანდელი გადაწყვეტილება გაასაჩივრონ.
"ქუთაისის სასამართლო თავიდანვე მიჩნეული იყო დაბალ ღობედ, სწორედ ამიტომ მოხდა ჩვენი საქმის აქ განხილვა, რომ ამ სასამართლოში წინასწარვე იყო გარანტირებული ვანოს წინასწარი პატიმრობა და ის განაჩენი, რომელიც დღეს გამოიტანეს ხელისუფლების ზეწოლის შედეგად. მე ვთვლი, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება, როგორც ჩემს ნაწილში, ასევე, ვანის ნაწილში, უკანონოა," - ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილს სასამართლომ 50 000 ლარიანი გირაო დააკისრა.
ავტორი: ანა ჯანაშია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 1 ხმა