|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიგი უგულავა – სირცხვილია, რომ ვანო მერაბიშვილს სახლის რემონტის გამო ასამართლებენ

ქუთაისის საქალაქო სასამრთლოს მოსამართლის გადაწყვეტილებას, ვანო მერაბიშვილისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთის თაობაზე, "ნაციონალური მოძრაობის" წვრებმა უკანონო და ივანიშვილის მთავრობის ხარკი უწოდეს.

თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას განცხადებით, სირცხვილია, რომ ვანო მერაბიშვილს სახლის რემონტის გამო ასამართლებენ.
"დღეს ჩვენ ვიხილეთ არა მართლმსაჯულება, არამედ ის, თუ რა წნეხის ქვეშ არიან პროკურორები და  მოსამართლე," – განაცადა ბრალდებულების მხარდასაჭერად მყოფმა, გიგა ბოკერიამ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრთა განცხადებით, ისინი ბრძოლაში დანებებას არ აპირებენ და საქალაქო სასამართლოს დღევანდელ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. 

ავტორი: თეკლე მორგოშია