ქუთაისის მერიის იურისტი - საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს კანონით შოთა მურღულიას თანამდებობაზე აღდგენა შეუძლია
ქუთაისის მერიის იურისტის, ირაკლი გიორგაძის თქმით, საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, შოთა მურღულიას თანამდებობაზე აღდგენა შეუძლია.
როგორც გიორგაძე newpress.ge - სთან საუბარში ამბობს, საკრებულოს თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილის მიერ დაწერილი ბრძანება შესაძლოა გაბათილდეს, რადგან ბრძანება თავიდანვე უკანონო იყო.
"საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს შეუძლია ბათილად ცნოს ბრძანება, რომლის საფუძველზეც ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია თანამდებობიდან უკანონოდ გადააყენეს"- ამბობს ქუთაისის მერიის იურისტი ირაკლი გიორგაძე.
შოთა მურღულიას მერის მოავალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, თამაზ მარგველაშვილმა 12 თებერვლის ბრძანებისშედეგად შეუჩერა.
დღეს, 14:00 საათზე ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც საკრებულოს თავმჯდომარის, თამაზ მარგველაშვილის განცხადებას თანამდებობიდან წასვლის შესახებ განიხილავენ.
ავტორი: ანა ჯანაშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა